თინათინ იმერლიშვილი: კორონავირუსით მომართვიანობა წლამდე ასაკის ბავშვებში უფრო ხშირია
“12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ნაკლებად არის მომართვიანობა ჩვენთან, წლამდე ასაკის ბავშვებში კი უფრო ხშირია”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების უფროსმა, თინათინ იმერლიშვილმა კორონავირუსით მიმართვიანობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებში ვლინდება ცხელება და ინტოქსიკაცია.
“პედიატრიულ დეპარტამენტში ამ ეტაპზე მკურნალობს 24 პაციენტი, მათ შორის 3 ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული. დანარჩენი პედიატრიულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. ძირითადად პროცესი მიმდინარეობს ცხელებით და ინტოქსიკაციით, 12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ნაკლებად არის მომართვიანობა ჩვენთან, წლამდე ასაკის ბავშვებში კი უფრო ხშირია”, – განაცხადა თინათინ იმერლიშვილმა.