ირაკლი კობახიძე: ჩვენი თხოვნაა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტოს – მეგობრული საუბარი გვქონდა

“შეხვედრა გვქონდა ელენე ხოშტარიასთან, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი თხოვნაა, რომ “დროას” ლიდერმა შიმშილობა შეწყვიტოს.

“შეხვედრა გვქონდა ელენე ხოშტარიასთან, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, გავცვალეთ ინფორმაციები იმაზე, რაც პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი თხოვნაა – შიმშილობა შეწყვიტოს. მეგობრული საუბარი გვქონდა”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე მივიდნენ.

ელენე ხოშტარია მე-15 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები