თამარ გაბუნია: პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის სერტიფიკატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გვაქვს

“პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის სერთიფიკატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გვაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ოქტომბრის ბოლოს რეგულირების სააგენტომ განახორციელა მონიტორინგის ვიზიტი.

„ამ დაწესებულების შესაბამისობა შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებიდან გამომდინარე, რაზეც 2014 წლიდან გარკვეული ნებართვებია გაცემული. აქ შედის მთელი რიგი თერაპიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი შეფასდა სერტიფიცირების კუთხით, ასევე შემოწმდა იყო თუ არა პერსონალით დაკომპლექტებული ყველა სერვისი. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია მისი სერთიფიკატიც არის ამ შეფასებაში და ამ სერტიფიკატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები