იუსტიციის მინისტრი: საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის ომბუდსმენის შესვლა სააკაშვილთან, არ არის ამის აუცილებლობა და არც ამის ვალდებულება

“საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა და არც ამის ვალდებულება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

“როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებულნი ვართ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და, სწორედ ამ მოტივებით, უკრაინის სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა მასთან შეშვებული.

შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და, ბუნებრივია, მათ ჩვენ პასუხს დავუბრუნებთ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები