“ადამიანის სიცოცხლის უფლება იბღალება” – უკრაინის ომბუდსმენი საქართველოშია
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა საქართველოშია.
მისი თქმით, მან ყველა საჭირო დოკუმენტი გააგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდეს.
“ჩვენი მიზანია, ექიმებისა და ადვოკატებისგან გავიგოთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვწუხვართ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ასეთ პირობებში. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ადამიანს სიცოცხლის უფლება გააჩნია, რომელიც იბღალება”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.