დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით, დეკანოზი “ვივა-მედშია” გადაყვანილი.
მისთვის ამ დროისთვის უცნობია რა გახდა დეკანოზის პოსპიტალიზაციის მიზეზი.
“გადაყვანილია კლინიკაში. სამი წელია ვითხოვთ კლინიკაში მის გადაყვანას, თუმცა ახლა რა გახდა მისი კლინიკაში ასე მოულოდნელად გააყვანის მიზეზი ამ ეტაპზე ვერ გეტყვით”,- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.