სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისათვის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს მადლობა გადაუხადა

კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისათვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მისმა უწმინდესობამ, ქრიზოსტომოს II-მ შეხვედრისას აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება.

,,მინდა, თქვენთან შეხვედრით კურთხევა გადავცე ჩვენს მოძმე ქართველებსა და ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები