სასწრაფო დახმარების ექიმი – ელენე ხოშტარიაზე: სასურველია, სტაციონარში გადავიდეს

“რადგან გონების დაკარგვის ერთი ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია, სტაციონარში გადავიდეს”, – ამის შესახებ სასწრაფო დახმარების ექიმმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ელენე ხოშტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღეა, შიმშილობს, ექიმის თქმით, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარს აცხადებს.

“ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, ჩვენ რომ გავსინჯეთ, 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია, გადავიდეს სტაციონარში”, – განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები