მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ასევე, მინერალების მიღებაზე, ეს არის ტრაგედია – მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული

“მდგომარეობა კრიტიკულია”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

ყიფშიძე კონსილიუმის წევრებთან შეხვდრას ითხოვს.

“მდგომარეობა კრიტიკულია. პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, არა დღე არ იქნება. დაუყონებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას”,- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები