ინტენსიური აცრები, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელება და მარათონის გაგრძელება – რა საკითხები განიხილეს უწყებათაშორისი საბჭოს კომისიის სხდომაზე

დღევანდელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პანდემიასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი განიხილეს.

კერძოდ:

3 რეგიონში: თბილისში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დამატებითი სტიმულების შექმნა, რათა აცრის მაჩვენებელი მოკლე დროში 60%-ს მიუახლოვდეს;

ინტენსიური აცრების განხორციელება 10 ყველაზე მსხვილ ქალაქში, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიების ფარგლებში;

აგრესიული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით;

ე.წ მწვანე პასპორტის შემოღება;

მარათონის გაგრძელება ამ ეტაპისთვის კონცენტრირებულად ორ მუნიციპალიტეტში: ოზურგეთსა და გურჯაანში იმ მიზნით, რომ აცრის მაჩვენებელმა მოკლე დროში 60%-ს მიაღწიოს

ხალხმრავალი შეკრებების თავიდან აცილების მნიშვნელობა;

რიკსჯგუფში მყოფი მოქალაქეების გრიპის საწინააღმდეგო აცრის აუცილებლობა;

12-15 წლის ბავშვებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრულად დაშვება (განიხილება იმუნიზაციის საბჭოზე);

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა პანდემიის მართვის მოდელი, სადაც აღარ განიხილება ე.წ. ლოქდაუნები და სატრანსპორტო შეზღუდვები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები