ლადო კახაძე – სააკაშვილზე: ამ შემთხვევაში, სპეციალიზებული კლინიკა საჭირო არ არის

“მე ვამბობ, ადამიანის უფლებაა, რომ ჯანმრთელი იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, სადაც უნდა იყოს ადამიანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ ექსპრეზიდენტ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სპეციალიზებულ კლინიკას არ საჭიროებს.

“მისი მდგომარეობის შესახებ რამდენადაც ვიცი, ინფორმაციას ფლობს ის მულტიფუნქციური სამედიცინო საბჭო, რომელიც აფასებს მის მდგომარეობას და ეს შეკითხვები მათთან. მე ვამბობ, ადამიანის უფლებაა, რომ ჯანმრთელი იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, სადაც  უნდა იყოს ადამიანი. ამ შემთხვევაში, ურგენტული ჩარევისათვის სპეციალიზებული კლინიკა საჭირო არ არის”, – აღნიშნა ლადო კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები