უკრაინის ომბუდსმენი: ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო, რამდენადაა დაცული სააკაშვილის უფლებები
უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ობმუდსმენმა განაცხადა, ის დაინტერესებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმით, თუ რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში.
“დღეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა, რადგან უკვე 27-ე დღეა, შიმშილობს. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს მის პირად ექიმს დაველაპარაკო. მედიკოსები ანალიზებს ყოველდღიურად აკეთებენ და ამ ანალიზების შედეგები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, გავარკვიო, რამდენადაა დაცული ან დარღვეული მისი უფლებები აქ.
ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი, უკრაინელი ადვოკატი ჩამოფრინდა, რომელიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ის უკან გააბრუნეს, ამ საკითხზე შესაბამის ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.