გასულ დღე-ღამეში კოვიდ-19-ს 42 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 873-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 337 პირს დაუდასტურდა, 3 137 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები