ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით, 15% მოზარდია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით, 15% მოზარდია.

მისივე თქმით, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე.

“საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით, 15% მოზარდია, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე. აქედან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და, სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები