საქართველოს პარლამენტის აპარატი მეორე ეტაპად C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას არ გეგმავს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებაში, რომელიც C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოებს ეხება.

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის С კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით.

საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები