ადვოკატი: კონსილიუმის ერთ-ერთი წამყვანი წევრი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს ერთადერთს, სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება
“კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს – სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის უსაფრთხოებით მანიპულირების უფლება საზოგადოებამ არავის უნდა მისცეს.
„კონსილიუმმა დადო დასკვნა. კონსილიუმის დასკვნა არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს – სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება და ამის უფლება ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა, ზურაბ ფაღავამ დღეს დატოვა. როგორც ფაღავამ “კვირას” განუცხადა, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.