გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება არჩევნების მეორე ტურში არჩევანს კიდევ უფრო მარტივად გააკეთებს, განვითარებასა და რადიკალიზმს შორის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოება არჩევნების მეორე ტურში არჩევანს კიდევ უფრო მარტივად გააკეთებს, განვითარებასა და რადიკალიზმს შორის.
მისივე თქმით, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატები გაიმარჯვებენ.
„საზოგადოება მეორე ტურში არჩევანს კიდევ უფრო მარტივად გააკეთებს, განვითარებასა და რადიკალიზმს შორის. 30 ოქტომბერი ის დღე იქნება, როდესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ და განვითარება გაგრძელდება. წინა არჩევნების დროს ოპოზიცია ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ სრულდებოდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ საზოგადოებამ დატოვა ხელისუფლებაში როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე. გარწმუნებთ, რომ ახლაც, მეორე ტურში ასე მოხდება. ყველას მოუწევს, იმ რეალობას შეეგუოს, რაც მეორე ტურის შემდეგ იქნება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.