„გერნიკა“ და პიკასოს დაბადების დღე

1881 წლის 25 ოქტომბერს, მალაგაში დაიბადა პაბლო რუის პიკასო. 2004 წლიდან 25 ოქტომბერი საერთაშორისო არტისტთა დღედ გამოცხადდა. – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ დღესთან დაკავშირებით პიკასოს ტილოს „გერნიკას“ აქვეყნებს,

„კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო „გერნიკა“, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს, პიკასომ 1937 წლის მაისში შექმნა. ავტორის სურვილით, ის ახლა მადრიდში, რეინა სოფიას მუზეუმში ჰკიდია და ყოველ წლიურად მილიონობით დამთვალიერებლის ფოკუსში ექცევა.
„გერნიკა“ ძალადობით გამოწვეულ ტანჯვას ასახავს – ადამიანების და ცხოველების ტანჯვას. ნამუშევარი პაბლო პიკასომ პარიზში შექმნა, ეს იყო პასუხი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, ფრანკოს მიერ ბასკეთის ქალაქ გერნიკას დაბომბვაზე. ლეგენდარულ ტილოს ერთი ცნობილი ისტორია უკავშირდება – პარიზში, მხატვრის სახელოსნოს ჩხრეკისას, გერმანელმა ოფიცერმა პიკასოს ჰკითხა: „ეს თქვენ გააკეთეთ?“, პიკასომ კი უპასუხა: „მე არა, ეს გააკეთეთ თქვენ!“ – აღნიშნულია ტექსტში.
2004 წლიდან 25 ოქტომბერი საერთაშორისო არტისტთა დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები