„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” – ალექსანდრე კობერიძის ფილმი ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს გადაეცა „ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის.
ფილმი ლიზას და გიორგის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ქალაქ ქუთაისში ვითარდება. სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.
ფილმი ქართულ-გერმანული პროექტია და სცენარის ავტორიც რეჟისორი ალექსანდრე კობერიძეა.
ალექსანდრე კობერიძის ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, სადაც მას გადაეცა ფიპრესის ჯილდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები