დოკუმენტური ფილმი „თბილისი” – რესტავრირებული ვერსიის ონლაინპრემიერა 22 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფეისბუქის გვერდზე დოკუმენტურ ფილმ „თბილისის” ციფრულად რესტავრირებულ ვერსიას მაყურებელი 22 ოქტომბერს, 17:00 საათზე ონლაინპრემიერის ფორმატში იხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეჟისორმა თენგიზ ნოზაძემ ფილმი 1966 წელს გადაიღო. საქართველოს ეროვნული არქივის ბაზაზე ფილმის ორიგინალი ფირიდან 4k გარჩევადობის აპარატურით დასკანერდა და ციფრულ ასლს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია გაუკეთდა. საქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები