ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ხობში მერობის კანდიდატსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე ხობში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დავით ბუკიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის “ქართული ოცნება” პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას ხობის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ხახუბია, უმრავლესობის წევრი – დაჩი ბერაია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – გიორგი გუგუჩია ესწრებოდნენ.

დღესვე, შეხვედრები გაიმართება სენაკსა და ფოთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები