„დამთვალიერებელს ბევრი სიურპრიზი ელის“ – ეკატერინე დადიანის სასახლეში ახალი დარბაზი ამოქმედდება

ხელოვნების სასახლის დირექტორი – გიორგი კალანდია ეკატერინე დადიანის სასახლეში ახალ ექსპოზიციას აანონსებს და სტატუსს აქვეყნებს:
„ეს დედოფლისეული სასახლის ის დარბაზია, რომელიც რამდენიმე თვე უმოქმედო იყო, ამ დარბაზში ჭერი ჩამონგრეული, კედლების საფარი კი დაზიანებული გახლდათ.
დღეს ის ასე გამოიყურება, კულტურის მინისტრის მხარდაჭერა და მუზეუმის თანამშრომელთა თანადგომა სახეზეა: სულ მალე ეკატერინე დადიანის სასახლეში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი ექსპოზიცია გაიხსნება. დამთვალიერებელს ბევრი სიურპრიზი ელის! მათ შორის, ნივთები, რომელთაც საცავები არასოდეს დაუტოვებია, ნახატები, რომლებიც რესტავრაციის შემდეგ პირველად იფინება, იარაღის არნახული კოლექცია და ა.შ. ყველაფერზე პასუხი საქმეა! მადლობა შენს გუნდთან ერთად საქმის ერთგულებისათვის დავით ოკუჯავას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები