„სამკაული პომპეიდან და იბერიული ოქრომჭედლობა“ – კურატორის ტური
22 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საერთაშორისო გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ანტიკური კულტურის მკვლევართან, არქეოლოგ ნინო ლორთქიფანიძესთან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია-ტურის მსვლელობისას განხილული იქნება პომპეისა და ვულკან ვეზუვის მსხვერპლ სხვა ქალაქებში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალის ფონზე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღესა და ამ სამკაულების მფლობელთა მდიდრულ ყოფას ასახავს.
ახ. წ. I საუკუნის რომაულმა საიუველირო ხელოვნებამ, განსაკუთრებით გლიპტიკამ, შემდგომი ეპოქების საოქრომჭედლო სკოლების განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იბერიული ოქრომჭედლობა. მისი ნიმუშები „არქეოლოგიური საგანძურის“ მუდმივმოქმედ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
ღონისძიება ეძღვნება გლიპტიკის ცნობილი მკვლევრის, საქართველოში ამ დარგის ფუძემდებლის – მარგარიტა (მარგო) ლორთქიფანიძის ხსოვნას, რომელსაც 13 ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდებოდა.
ანა ჭყონიას მოგონება: https://bit.ly/3pgU8pj
მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: http://shorturl.at/csA17
მისამართი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 3
ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/3v2XJrP