„თიბისი კონცეპტი“ – ფარდაგის ქსოვის მასტერკლასი
21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, „თიბისი კონცეპტის“ სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს სტუდია Dodo Designs-ის სამუშაო სესიას.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუდიის შემოქმედებითი დირექტორი – დოდო ჩხეიძე და მენეჯერი – თაკო ჩხეიძე, ისაუბრებენ ქართულ ტექსტილზე, ფარდაგების წარმოშობაზე, მის დღევანდელ გამოყენებასა და საკუთარი პროდუქციის დამზადებაზე. სესიის ფარგლებში, თინათინ გაბოძე ჩაატარებს ფარდაგისა და გობელენის ქსოვის მასტერკლასს.
„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებისთვის Dodo Designs-ის ფარდაგებზე ვრცელდება 5-პროცენტიანი ფასდაკლება.
ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია კოვიდპასპორტის წარდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის ან სწრაფი ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი.