თბილისის უცნობი ადგილების ფოტოგამოფენა გაიმართება

23 ოქტომბერს, 17:00-19:00 საათზე, თბილისობის კვირეულის ფარგლებში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში გიორგი ვარსიმაშვილის ფოტოგამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია თბილისის მოხატული სადარბაზოების, უნიკალური ბინების, მიტოვებული სასტუმროებისა დარბაზების ფოტოები.
ფოტოგამოფენის პარალელურად გაიმართება საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტი, რომელზეც შესრულდება თბილისური მელოდიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები