18 ოქტომბერი ჯიბსონ ხუნდაძის დაბადების დღეა

18 ოქტომბერი ჯიბსონ ხუნდაძის დაბადების დღეა.  მას 94 წელი შეუსრულდა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს არტისტს დაბადების დღეს და მის ნამუშევრებს აქვეყნებს.
„ჯიბსონ ხუნდაძე მიეკუთვნება 1950-60 იანელთა თაობას, რომლიც წარმოადგენდა ახალ აბსტრაქტულ ტალღას ქართულ სახვით ხელოვნებაში.
მის შემოქმედებაში ეტაპობრივად ქრება პეიზაჟის რეალისტურ გაგება, იმპრესიონიზმის და აკადემიზმის სტილური ნიშნები. ინტენსიური ფერთა გამა, ფერადოვანი ლაქების ფენები, უხეში მონასმები, სიღრმე, ხაზობრივი რითმი, შუქ-ჩრდილის მოდელირება მუდმივად იკვეთება მხატვრის სახვით ენაში. შემოქმედების გვიან ეტაპზე სტილებიდან კავშირს ავლენს ფოვიზმთან და აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმთან.
ჯიბსონ ხუნდაძე ქართული პეიზაჟების პარალელურად ფიგურატიულ ნამუშევრებს ქმნის რელიგიურ თემაზე მსგავსი სტილების თუ სახვითი ხერხების გამოყენებით“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები