„წყალზე მავალი“ – პოეზიის საღამო გაიმართება
18 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მწერალთა სახლში, ვაჰე არსენის (სომხეთი) პოეზიის საღამო – „წყალზე მავალი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
მოდერატორი და მთარგმნელია დიანა ანფიმიადი.