„ოქტომბერი“ და იური ბერიშვილის დაბადების დღე

„ეგვიპტე“
„ოქტომბერი“

18 ოქტომბერი მხატვარ იური ბერიშვილს დაბადების დღეა. მას 66 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს არტისტს დაბადების დღეს და მის ნამუშევრებს აქვეყნებს,
„იური ბერიშვილი მიეკუთვნება 1980-იანელთა თაობას. ბერიშვილის ფერწერულ ტილოებში იკვეთება: ფერადი ლაქების კონტრასტული თანაფარდობა, ფოვიზმის მსგავსი მულტიქრომული დისონანსი და ირეგულარული ფაქტურა.
მხატვარი აველენს კავშირს ტაშიზმთან, ინფორმელთან – აბსრაქტული სტილების ასპექტით, თუმცა, მიუხედავად ფიგურატივიზმის უარყოფისა, ფოვიზმის და პარიზული მოდერნისტული სკოლის ველური ფერები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფორმის, ჟანრის, ყოფითი სცენის შინაარსს განაპირობებს კოცეპტუალური სათაურები. ბერიშვილის შემოქმედებაში დინამიზმი და ფერადოვანი ლაქების „აპლიკაციური“ გადანაწილება ცალსახად მეტყველებს კონცეპტუალურ აბსტრაქციონიზმზე, სადაც ფერი და სათაური არარსებული ფორმის წინაპირობაა“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები