მიხეილ სააკაშვილის ექიმი: სიტუაცია ყოველდღე იცვლება
“სიტუაცია ყოველ დღე იცვლება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებდი”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს ციხის ექიმები ანალიზებს ყოველდღე უტარებენ.
„დღეს ჩემი გეგმაა მოვინახულო ბატონი პრეზიდენტი, შემდეგ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები და დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად. ციხის ექიმები ყოველდღე აკეთებენ ანალიზებს. გააჩნია რა მდგომარეობაშია და რა ანალიზები აქვს, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან გეუბნებით, რომ უარესად არის. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებდი. წარმოიდგინეთ ჩაგსვან საკანში, 2 კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?“, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.