პენიტენციური სამსახური: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“პენიტენციური სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილისა და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
ასევე, კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად, მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.