სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალი მხარდამჭერები რეგიონებში ე.წ. ცოცხების პერფორმანსით გააცილეს

„ნაციონალური მოძრაობის“ კოლონებს ქუთაისში კონტრაქციით დახვდნენ. ქალაქის შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.

მათი თქმით, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და ამ ფორმით აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს.

თბილისში „ნაციონალური მოძრაობის” აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, რეგიონიდან აქციაზე დასასწრებად 5000- მდე ადამიანი მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები