მაია ჩხაიძე: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მომართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობის მაჩვენებელმა იმატა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 135 პაციენტია მოთავსებული.

“მომართვიანობამ იმატა კლინიკაში. აქამდე თუ 3-5 ბავშვი შეიძლება, შემოსულიყო, ახლა მომატებულია. მშობლებიანად 135 პაციენტია, ადგილები გვაქვს. რეანიმაციაში 23 პაციენტი წევს, მართვით სუნთქვაზე არცერთი არ იმყოფება. ეს ბავშვები არიან თანმხლები დაავადებებით”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები