კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სასცენო სამოსის ოსტატების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:

1. „სასცენო სამოსისთვის ქარგვის მიმართულების განვითარება“, განმახორციელებელი – ფ.პ. ზურაბ შიოშვილი (საქარგავი, საკერავი ტექნიკისა და სხვა მასალების შეძენა სასცენო სამოსის სახელოსნოსთვის);

2. „თეატრალური კოსტუმისა და აქსესუარების პროფესიული სკოლის მოდერნიზაცია“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ თეატრალური კოსტიუმებისა და აქსესუარების პროფესიული სკოლა (პროფესიული სკოლისთვის კვალიფიციური კადრების სასწავლო პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შეძენა);

3. „მოდური არტეფაქტები“, განმახორციელებელი – ფ.პ. ნინო მრელაშვილი (ქართველ მეფეთა სამოსით ინსპირირებული სასცენო ფეხსაცმლის შესაქმნელად საჭირო სხვადასხვა მასალების შეძენა სახელოსნოსთვის);

4. „ღილკილო“, განმახორციელებელი – ფ.პ. რუსუდან ფიფია (ტრადიციული ქართული სამოსის – ჩოხის აქსესუარის, ღილკილოს შესაქმნელად დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის).

კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 45 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 5-მა განმცხადებელმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები