კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“, გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა“, გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია: „დაკარგვის პირას მყოფი ტრადიციული ხალხური საკრავის ჭიბონის დამზადების ტექნოლოგიის შენარჩუნება“, განმახორციელებელი – ფ.პ. თემურ არძენაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);
„გიორგი ნიპარიშვილის კლასიკური და ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება“, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ნიპარიშვილი (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის);
„ხის მასალა ხელნაკეთი კონტრაბასისთვის“, განმახორციელებელი – ფ.პ. ლევან ცინცაძე (ხის მასალის შეძენა კონტრაბასის შესაქმნელად);
„კარლო კელაპტრიშვილის ქართული ხალხური საკრავების საამქროს აღორძინება-განვითარება“, განმახორციელებელი – ფ.პ. კარლო კელაპტრიშვილი (დაზგა-დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);
„სამუშაო დანადგარების შეძენა“, განმახორციელებელი – ფ.პ. ლევან ქავთარაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);
„ხალხური საკრავების წარმოების ხელშეწყობა“, განმახორციელებელი – მცირე მეწარმე ნუგზარ შოგირაძე (ხის დასამუშავებელი დანადგარებისა და სხვა ხელსაწყოების შეძენა სახელოსნოსთვის);
„ვახტანგ ქავთარაძის სახელოსნო“, განმახორციელებელი – ფ.პ. ვახტანგი ქავთარაძე (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);
„თურმანიძის დიპლიპიტო“, განმახორციელებელი – ფ.პ. ფატიმა თურმანიძე (ინსტრუმენტების დასამზადებელი მასალის, სახელოსნოსთვის სარემონტო მასალისა და ნაკეთობების დამამუშავებელი ხელსაწყოების შეძენა);
„სვანური ხალხური საკრავების ჩანგის და ჭუნირის დასამზადებელი სახელოსნოსთვის ვერტიკალური ლენტური ხერხის შეძენა“, განმახორციელებელი – ფ.პ. ვახტანგ ფილფანი (დაზგის შეძენა სახელოსნოსთვის);
„გივი პაპას დოლები“, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი გურგენიშვილი (დაზგა-დანადგარის შეძენა სახელოსნოსთვის);
„გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო“, განმახორციელებელი – ფ.პ. გიორგი ფხალაძე (დაზგა-დანადგარების შეძენა სახელოსნოსთვის).
სამინისტროს განცხადებით, კონკურსის ჯამურის ბიუჯეტი 95 000 ლარს შეადგენდა და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 11-მა განმცხადებელმა მომართა.