ლიბანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარია – ცეცხლის ფართოდ გავრცელების საფრთხეა

ლიბანში, აზ-ზაჰრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Al Jadeed ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ცეცხლის ერთ-ერთ ცისტერნას უკიდია.

არსებობს ცეცხლის გავრცელების საფრთხე, რის გამოც ლიბანის არმია მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები