ნათია თურნავა: გვაქვს შანსი, რომ წლის ბოლომდე სრულად გავანულოთ ეკონომიკური ზიანი და გადავიდეთ პოზიტიური ზრდის ტრაექტორიაზე

“დღეს გამოქვეყნდა მორიგი სტატისტიკური მონაცემები, აგვისტოს მონაცემებით კვლავაც ორნიშნა 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის. პირველი 8 თვე რომ დავაჯამოთ იანვარი-აგვისტო, გავქვს 12%-იანი ზრდა. 2020 წელთან შედარებით ეს არის ორნიშნა ზრდა, მაგრამ რა ხდება, თუკი შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წელს, აქაც გვაქვს საშუალოდ 6%-იანი ზრდა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ ეკონომიკური ზრდის მონაცემების კომენტირებისას.

„შარშან რა ზარალიც მიადგა ჩვენს ეკონომიკას, გვაქვს შანსი, რომ წლის ბოლომდე სრულად გავანულოთ ზიანი და გადავიდეთ პოზიტიური ზრდის ტრაექტორიაზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, თუმცა, ჩვენი შეფასება ყველაზე ობიექტურია, რადგან პულსზე ხელი გვიჭირავს. საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობენ იმას, რომ უახლოეს 5 წელიწადში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით რეგიონში კვლავ ლიდერი იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები