არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი – ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, იმედი უნდა გვქონდეს, რომ გამოძიება სწორად წარიმართება
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება.
“ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, ვინც ეს ჩაიდინა. იმედი უნდა გვქონდეს გამოძიება სწორად წარიმართება. მართლა რთულია, ახლა სიმართლე და ტყუილი გაარჩიო ადამიანმა, რაში სჭირდებოდა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა. როცა ყველაფერს თავისი სახელი დარქმევა და იმედი მაქვს, დაერქმევა, შემდეგ შეიძლება ამაზე ლაპარაკი”, – ამბობს არქიმანდრიტი.