ირაკლი ქადაგიშვილი: საბოლოოდ, გამარჯვება „ქართული ოცნების“ იქნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი არჩევნების არასტაბილურ გარემოში ჩატარებაა.

„პარტიულ კვლევებს აქვეყნებენ, რათა საზოგადოება წინასწარ შეამზადონ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამხელა პროცენტი არ უნდა აეღო, ამის შემდეგ დაიწყება ტყუილების რახა-რუხის დაუსრულებელი ისტორია. ყველაზე მეტად არასტაბილურ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება ვის აწყობს? – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს. რეალურად, მოსახლეობას ოპოზიცია მათ პრობლემებზე არ ელაპარაკება, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა და ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი. მოსახლეობა ვერ ხვდება, რა შუაშია მისი სოფლის არჩევანი და მისი მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები რაღაც პოლიტიკურ მრავალკასკადიან ნაბიჯებთან. „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, შეიძლება, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტური იყოს, მაგრამ ეს, საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები