გიგი უგულავა: ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი პატარა კენჭია, როდესაც ჩვენ წინ დიდი ლოდი დევს

“მე ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენ წინ დიდი ლოდი დევს”, – ასე პასუხობს ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა კითხვას, უნდა დაეტოვებინა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ.

მისივე თქმით, 2 ოქტომბერს ქვეყანა კოალიციურ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, რომელიც უკანონობას მინიმუმამდე დაიყვანს.

„მე ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენ წინ დიდი ლოდი დევს. ასეთ შემთხვევაში უშიშროების უფროსი კი არ მიდის თანამდებობიდან, ასეთ შემთხვევაში მთავრობა მიდის ნორმალურ ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. ამიტომ, ახლა ლილუაშვილზე საუბარი არის ჭანჭიკზე საუბარი. რაღაც თვალსაზრისით ივანიშვილს შეიძლება, აწყობდეს, რადგან მოძებნის მეორე ლილუაშვილს. ტოტალური მოსმენების და პოლიციის თვალთვალის კონტროლის და შანტაჟის სისტემა შექმნა ივანიშვილმა. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანის ცხოვრების წესი. ის არის ბედნიერი, როდესაც კითხულობს ამ კრებსებს. ის ტკბება ამ სისაძაგლით, რასაც ამოიკითხავს. ამიტომ ეს სადისტური რეჟიმი, რომელიც უკვე ადამიანებს საძინებლებში უვარდება და აღარ დარჩა რაიონი და აღარ დარჩა თემა ვისაც არ აშანტაჟებენ. 2 ოქტომბერს უნდა გავცეთ მთელმა საზოგადოებამ პასუხი, დავასრულოთ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში და გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ასეთი ტიპის უკანონობასა და მარაზმს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები