ირაკლი კობახიძე: იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ

„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნებზეც აგრძელებს საკუთარი პრაქტიკით მუშაობას. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, ეს არის პროვოკაციების რესურსი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვს.

„სამწუხაროა, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ არჩევნებზეც აგრძელებს საკუთარი პრაქტიკით მუშაობას. ერთადერთი, რაც მათ აქვთ, ეს არის პროვოკაციების რესურსი. მათ იციან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ ძალიან მძიმედ. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ერთადერთი მათი შანსი არის პროვოკაციებში. თითქმის დღე არ გასულა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რომ მათ სხვადასხვა რეგიონში პროვოკაცია არ მოეწყოთ, თუმცა, ამ პროვოკაციებითაც ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები