გია აბაშიძე – გიორგი გახარიაზე: დაადგა კოლექტიური უპროცენტო ბესელიებისა და ჭიჭინაძეების შარაგზას
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ, გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა მას იმედები გაუცრუა.
“მას ჰგონია, რომ ამით მეტ ელექტორატს მიიზიდავს, პირიქით! მის მრჩევლებს ვერ დააბრალებ ამგვარ ბოდვას, თავად ყოფილა ასეთი ნატურა. ადამიანი კი არ იცვლება, არამედ დროთა განმავლობაში ამჟღავნებს საკუთარ თავს. დაადგა კოლექტიური უპროცენტო ბესელიებისა და ჭიჭინაძეების შარაგზას”, – წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.