23 სექტემბრის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ ენდ ლ“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 101-ე კილომეტრზე-ქარელის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე აწარმოებს ლითონის მილის მოწყობის სამუშაოებს, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 23 სექტემბერის 22:00 სთ-დან 24 სექტემბრის 01:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.