კარლ ჰარცელი: ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის

“ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის”, – ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კითხვას, რას ფიქრობს საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ, ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საჭიროა საარჩევნო კლიმატის დამშვიდება.

“ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის და საჭიროა, მოხდეს არა მხოლოდ მისი დაგმობა, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა მოჰყვება, რაც, იმედია, დაწყებულია და შედეგებს მოიტანს. ძალადობა არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს ბევრი სხვა საარჩევნო კამპანიის დროს გვინახავს, რასაც შედეგად მოაქვს არა მხოლოდ ძალიან უხეში რიტორიკა, არამედ აშკარა დაყოფა მოქალაქეებს შორის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, როგორ შეიძლება საარჩევნო კლიმატის დაწყნარება და დამშვიდება”, – აღნიშნა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები