კანარის კუნძულზე ვულკანი ამოფრქვევას აგრძელებს – ასამდე სახლია განადგურებული (ფოტო, ვიდეო)

ესპანეთის კუნძულ ლა პალმაში ვულკანი კამბრე-ვიეჰა ამოფრქვევას განაგრძობს, თუმცა, ლავა შენელდა და მოსახლეობისთვის უკვე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამის შესახებ EL Pais-ი წერს.

ამჟამად, ლავის სიჩქარე საათში 300 მეტრამდეა შენელებული მაშინ, როდესაც გუშინ 700 იყო.

ლავამ გზად 100-მდე სახლი გაანადგურა, ევაკუირებულთა რიცხვი 6 ათასამდე გაიზარდა, რამდენიმე გზა ბლოკირებულია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამდნარი კლდის ნაკადი ატლანტის ოკეანემდე არ მიაღწევს. მათი თქმით, თუ ეს მოხდება, ამან შეიძლება, გამოიწვიოს ახალი აფეთქებები და ტოქსიკური გაზების ღრუბლები.

ლა პალმას კუნძულზე 1971 წელს ვულკანი “ტენეგიას” ამოფრქვევა 24 დღეს გაგრძელდა, რაც კუნძულის ისტორიაში ყველაზე მოკლე ამოფრქვევა გახლდათ. ლა პალმას ისტორიაში სულ მსგავსი 7 ამოფრქვევა დაფიქსირდა, რომლებიც ერთიდან სამ თვემდე გრძელდებოდა.

ვულკან კამბრე-ვიეჰას ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები