ვულკანის ამოფრქვევა პალმას კუნძულზე – ლავა საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა, ევაკუირებულია 5 ათასამდე ადამიანი

კანარის კუნძულების არქიპელაგში შემავალ, ესპანეთის პალმას კუნძულიდან, სადაც გუშინ ვულკანმა – კუმბრე-ვიეხამ ამოფრქვევა დაიწყო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

El Pais-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის 5 ათასი ადამიანია ევაკუირებული, მოსალოდნელია ორჯერ მეტი პირის გაყვანა. ჯამურად, ვულკანის ირგვლივ მდებარე მუნიციპალიტეტში 35 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:12 საათზე დაიწყო, მას წინ ძლიერი მიწისძვრა უძღოდა, რასაც მოჰყვა კვამლისა და ფერფლის ამოფრქვევა. თავდაპირველად, ორი ბზარი შეიქმნა, რომლის მეშვეობითაც ლავის ნაკადები მიედინებოდა, თუმცა, რამდენიმე საათში უკვე შვიდი ბზარი იყო.

ტერიტორიაზე გადაკეტილია გზები, რადგან ლავა უკვე რამდენიმე სახლს მიუახლოვდა.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ნიუ იორკში ვიზიტი გადადო და კუნძულზე ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები