კახა კალაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის ყველა უბანში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს

“დღეს თბილისს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველა უბანში უნდა მოეწყოს რეკრეაციული ზონები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში განაცხადა, სადაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ხელაძესთან ერთად მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა ნაძალადევის რაიონში ირაკლი ხელაძის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და იმედი გამოთქვა, რომ გამოიძებნება კიდევ უფრო მეტი სივრცე, სადაც სკვერები მოეწყობა.

„როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ რასაც ამბობ იმას აკეთებ, ბევრს მუშაობ, უფრო მეტს მოითხოვს შენგან. ადამიანებს სურთ წარმატებული პროექტები თავიანთ უბნებშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივია. აუცილებელია სივრცეების გამოძებნა და სკვერების მოწყობა, ბევრი პარკის მაგალითი გვაქვს, რაც მოქალაქეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომაც ეს მიმართულება უნდა განვაგრძოთ. სკერების მოწყობა ყველა უბნისთვის დამატებითი სიცოცხლის შეძენას ნიშნავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები