სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. საგზაო სამუშაოები კვირაცხოვლის, მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 9240 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება, რომელიც მოიცავს 109 ნომერი საავტობუსო ხაზის მთლიან მოასფალტებას.
ამ დროისთვის, ასფალტის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 581 862 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი კონტრაქტორი კომპანია – L&L აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები