სოფელ ფონიჭალაში, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარის დაგება დასრულდა

კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ამ ეტაპზე, ასფალტის ახალი საფარის დაგება სოფელ ფონიჭალაში, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე დასრულდა.
სოფელ ფონიჭალაში გრუნტიანი გზის გამო გადაადგილება მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა, ბოლო წლების განმავლობაში გრუნტის გზის ნაცვლად ასფალტის ახალი საფარი 40-მდე მისამართზე უკვე დაიგო და ეტაპობრივად ხორციელდება სოფელი ფონიჭალის გზების სრული მოწესრიგება.
მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ჯამურად, კრწანისის რაიონში ასფალტის ახალი საფარი 33 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები