თბილისის გეზში 35 062 ლარის ოდენობით საბაჟო ღირებულების შემცირების ფაქტი გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
აღნიშნული სამსახურის განცხადებით, კერძო კომპანიის მიერ ერთი სახეობის ტვირთს, წინასწარ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა.
საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წინასწარ რეგისტრირებული დეკლარაცია და ტვირთის შემოსვლისას წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია) და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა საბაჟო ღირებულების შემცირების ფაქტი, საერთო ჯამში, 35 062,07 ლარის ოდენობით.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.