„სამართლიანმა არჩევნებმა“ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს უჩივლა

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს უჩივლა.

„სამართლიანი არჩევნები“ შარაშენიძეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ედავება და მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ოზურგეთში, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, წინასაარჩევნო შეხვედრა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით გამართა და მერიის თანამშრომლები კამპანიის ფარგლებში შეკრიბა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მერიისა და ამავე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპი – ების თანამშრომლები. ღონისძიება, ძირითადად კონსტანტინე შარაშენიძის მიერ ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებებს დაეთმო.

„ სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსისა და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას,“ – აღნიშნულია საჩივარში, რომელიც ორგანიზაციამ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები